ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება

დღეს დილას დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება იტალიას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 27 დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტთან. ამასთან, გამყრელიძის თქმით, დღეს საქართველოში უკვე დაფიქსირდა ე.წ. მესამეული გადაცემა.

„30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა და აქედან დღეის მდგომარეობით გვაქვს ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილას დადასტურდა 5 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება იტალიას. მე არ ჩავუღრმავდები დანარჩენ პერსონალურ დეტალებს. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთი - ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი 27 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას. აქედან 12 შემთხვევა უკავშირდება იტალიასთან მოგზაურობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა. ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი,“ - განაცხადა გამყრელიძემ.