დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის არსებობის მხოლოდ 30 შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ცხადდება იმის მიხედვით, როდესაც ხდება ანალიზი მრავალი ფაქტორის და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება იღებს.
„საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პრეროგატივა ამირან გამყრელიძეს ნამდვილად არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს პრემიერ-მინისტრთან შესაბამისი საკორდინაციო საბჭო. მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა, ეს არ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს. საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ცხადდება იმისდა მიხედვით, როდესაც ხდება ანალიზი ძალიან მრავალი ფაქტორის და მერე იღებს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.