ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელმაც კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებულ მღელვარებას სიჩლუნგე უწოდა, მხოლოდ 1 კვირაში მისი კომპანიების აქციების გაუფასურების გამო 5,5 მილიარდი დოლარი დაკარგა. მის კომპანიების აქციებზე ფასმა კი სწორედ მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე კორონავირუსით გამოწვეული პანიკის გამო იკლო. აღნიშნულის შესახებ Forbes-ი წერს.
შეგახსენებთ კორონავირუსის ეპიდემიასა და მის თანმხლებ მოვლენებს კომპანიების - SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებელი და დირექტორი ილონ მასკი რამდენიმე დღის წინ ტვიტერში გამოეხმაურა. "კორონავირუსის გამო პანიკა სიჩლუნგეა", - დაწერა მან.
Forbes-ი ასევე წერს, რომ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ამ შვიდი დღის განმავლობაში შემცირდა 76,4 მილიარდი დოლარით, მათ შორის ბერნარ არნომ, რომელიც LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელძღვანელია, დაკარგა 14 მილიარდი დოლარის კაპიტალი, Zara-ს დამფუძნებელმა ამანსიო ორტეგამ 12,8 მილიარდი, Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა კი 6,5 მილიარდი დოლარი.