დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია იმპორტის გადასახადზე დროებით შეღავათს ითხოვს. კერძოდ, საუბარია იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადის 30 დღემდე გაზრდაზე.
„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს განიხილოს შესაძლებლობა დროებითი ღონისძიების სახით შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში და პროდუქციის იმპორტისას (ადგილობრივი მწარმოებელი და იმპორტიორი) კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა განისაზღვროს 30-დღედ, მათ შორის წინასწარ, საქონლის შემოტანამდე დეკლარირებულ საქონელზეც ნაცვლად არსებული 5-დღიანი ვადისა 15-დღიანი ვადა.
აღნიშნული საკითხი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ დასმულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრათან 12 მარტს გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უახლოეს დღეების წინ მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ზემოხსენებული დროებითი ღონისძიების გატარება მკვეთრად შეუწყობს ხელს, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს წარმოეშვათ დამატებითი საბრუნავი საშუალებები, რომელიც მნიშვნელოვანია ლარის დევალვაციის ფონზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.