აზიის უმსხვილეს ტოკიოს სავაჭრო ბირჟაზე ახალი სამუშაო კვირა მცირე ვარდნით გაიხსნა. ამის მიზეზი კი ამერიკის ფედერალური სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის პრაქტიკულად განულება გახდა. შედეგად კი Nikkei-ს ინდექსი ვაჭრობის დაწყებიდან პირველ 15 წუთში 17322,49 პუნქტამდე 0,62%-ით შემცირდა. TOPIX-ის ინდექსი კი 0,76%-ით 1252,09 პუნქტამდე შემცირდა.
ჰონგკონგის საფონდო ბირჟაზე კი Hang Seng-ის ინდექსი 3%-ით 23 317 პუნქტამდე შემცირდა.
ტოკიოსა და ჰონგკონგის ბირჟებისგან განსხვავებით მცირედი ზრდა დაფიქსირდა კონტინენტური ჩინეთის ორ წამყვან ბირჟაზე, შანხაისა და შენჯენის ბირჟებზე უმნიშვნელო ზრდა მოხდა.
„შანხაის კომპოზიტის“ ინდექსი 0,34%-ით 2897,30 პუნქტამდე გაიზარდა, ხოლო „შენჟენის კომპონენტი“ 0,34%-ით 10867,66 პუნქტამდე.