ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუქნციას ასრულებს) კორონავირუსთან ბრძოლაში გამოწვეული რისკების გამო საპროცენტო განაკვეთი დასწია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, კორონავირუსის შედეგები გავლენას იქონიებს ეკონომიკურ აქტივობაზე მოკლევადიან პერსპექტივაში და ეს საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ პერსპექტივებს. აქედან გამომდინარე უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება სამიზნე დიაპაზონი საპროცენტო განაკვეთზე დაწიოს 0-0,25%-მდე“ - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ სამიზნე დიაპაზონს არ დატოვებენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ეკონომიკამ გაუძლო მიმდინარე მოვლენებს და ადგას გაუმჯობესების გზას.