Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 6,2%-ით დაეცა

ლონდონის ICE ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად ბრიტანული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 6,2%-ით შემცირდა და 31,88 დოლარი შეადგინა ბარელზე, აღნიშნული ფასი თბილისის დროით 2:22 საათზე დაფიქსირდა.

რაც შეხება ამერიკულ WTI მარკის ნავთობს, მასზე ფასმა 5,6%-ით იკლო და ბარელზე 30 დოლარი შეადგინა.

ნავთობზე ფასის ვარდნის მთავარი მიზეზი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის პრაქტიკულად განულებამ გამოიწვია.

კოკა კვირკველია