დღეიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის წარდგენით იქნება შესაძლებელი.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ: განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.
შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს - www.rs.ge .
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მეილია info@rs.ge; სატელეფონო ცენტრი - 2 299 299.
ელექტრონული ფორმით განაცხადის მიღების ბმული: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721