ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 4.2 მლნ დოლარით შემცირდა

2020 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.673 მილიარდ დოლარს (15.832 მლრდ ლარი) გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 4,161 მლნ დოლარით ნაკლებია.

კერძოდ, 2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,677 მილიარდ დოლარს (16,428 მლრდ ლარი) გადააჭარბა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 938,299 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 904,283 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,247 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი