2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 199 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 197 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.9 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის თებერვალში ეს მონაცემი 179.1 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით 3,4 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 333.8 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით, 33.3 ლარით არის გაზრდილი.