ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირებას განაგრძობს

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელმაც კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებულ მღელვარებას სიჩლუნგე უწოდა, მხოლოდ 1 კვირაში მისი კომპანიების აქციების გაუფასურების გამო 5,5 მილიარდი დოლარი დაკარგა. მის კომპანიების აქციებზე ფასმა კი სწორედ მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე კორონავირუსით გამოწვეული პანიკის გამო იკლო. აღნიშნულის შესახებ Forbes-ი წერს.

Forbes-ი ასევე წერს, რომ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ამ შვიდი დღის განმავლობაში შემცირდა 76,4 მილიარდი დოლარით, მათ შორის ბერნარ არნომ, რომელიც LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელძღვანელია, დაკარგა 14 მილიარდი დოლარის კაპიტალი, Zara-ს დამფუძნებელმა ამანსიო ორტეგამ 12,8 მილიარდი, Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა კი 6,5 მილიარდი დოლარი

ახალი კორონავირუსის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში მცირდება ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან ერთადერთია.

კერძოდ, 11 მარტის მდგომარეობით, ივანიშვილის ქონება 5.25 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, 15 მარტის მდგომარეობით კი - 5.07 მლრდ დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 331-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

თაია არდოტელი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა
კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს
აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს