საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში საქართველოში 9.5%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
კერძოდ, 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9% მოდიოდა.
ამასთან, 2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.