საქართველოში შესაძლოა, რესტორნები და კაფე-ბარები დროებით დაიხუროს

მთავრობამ შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა.

„დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შეგვიძლია ამ ეფექტის შერბილება“, - მიმართა პრემიერმა საბჭოს.

მთავრობა რესტორნებსა და კაფე-ბარეებს რეკომენდაციას აძლევს, მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ
ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირებას განაგრძობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა