საქართველო უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს - ვის არ შეეხება შეზღუდვა

კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელების გამო, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველო უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს 2 კვირის განმავლობაში კეტავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩამოთვალა რამდენიმე გამონაკლისი იმ ადამიანებისთვის, ვისზეც ეს შეზღუდვა არ გავრცელდება.

შეზღუდვა არ შეეხებათ:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და მათ ოჯახები;
  • შერეული ოჯახები, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე არის არასრულწლოვანი შვილი;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები (თუ ასეთი მისია საქართველოში იქნება მოვლენილი), ექიმები, მოხალისეები;
  • სტატუსნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები, ასევე საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • ასევე ოფიციალური დელეგაციების საკითხები, რომელიც ყოველი კონკრეტული დელეგაციისთვის ინდივიდუალურად გადაწყდება