"თიბისი ბანკი" ინტერნეტბანკის მომხმარებლებს გათამაშებას სთავაზობს

"თიბისი ბანკი" ინტერნეტბანკის მომხმარებლებს მასშტაბურ გათამაშებას სთავაზობს.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფრმაციით , მათ, ვინც სარგებლობს "თიბისი ბანკის" ინტერნეტბანკით ან წლის ბოლომდე დაიწყებს ამ პროდუქტით სარგებლობას, ეძლევა შანსი, ჩაერთოს გათამაშებებში და მოიგოს უამრავი სასიამოვნო პრიზი.

მათივე ინფორმაციით, ინტერნეტ და მობაილბანკის 300 მომხმარებელისთვის Apple-ის პროდუქცია და ფულადი პრიზები გათამაშდება. ყოველ თვე გამოვლინდება 100 გამარჯვებული, რომლებსაც "თიბისი ბანკი" iPhone6-ს, iPad-ს, MacBook Air-სდა 100 ლარამდე თანხას გადასცემს. გათამაშების სუპერ-პრიზი 10 000 ლარია, რომელიც ფინალურ ეტაპზე, 17 იანვარს სხვა პრიზებთან ერთად გათამაშდება.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც "თიბისი ბანკის" ინტერნეტბანკშია დარეგისტრირებული და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ინტერნეტ ან მობაილბანკით ნებისმიერ ოპერაციას განახორციელებს. თითოეული განხორციელებული ოპერაციიდან მომხმარებლები ქულების გარკვეულ რაოდენობას დააგროვებენ. სამ დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებენ.

ბანკის ინფორმაციით, გათამაშება დოლურის პრინციპით, 17 ნოემბერს, 17 დეკემბერს და 17 იანვარს, 20:00 საათზე, თიბისი ბანკის Facebook-ის გვერდზე, ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემა.