"უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი სტუდენტების აღრიცხვა და მათი იმ ავიარეისებზე გადანაწილება ხდება, რომელიც თბილისში მოფრინავს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი სტუდენტების აღრიცხვა და მათი იმ ავიარეისებზე გადანაწილება ხდება, რომელიც საქართველოში მოფრინავს.

ზალკალიანის ინფორმაციით, 17 მარტს პოლონეთის ავიაკომპანია კიდევ ერთ რეისს განახორციელებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც გამოყვებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მთლიანად გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ყველა ელჩს და საკონსულოს დავალებული აქვს, რომ აქტიურ კომუნიკაციაში იყოს ჩვენს მოქალაქეებთან, ხდება ჩვენი ყველა მოქალაქის აღრიცხვა, ვინ სად იმყოფება. განსაკუთრებთ სტუდენტებს ეხება ეს. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ აქტიურად გამოიყენენონ ქართული ავიაკომპანიების მომსახურება. ჩვენი ავიაკომპანია დაფრინავს სხვადასხვა მიმართულებაზე. ესენია ამსტერდამი, პარიზი, ვენა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისაც პრობლემები შეექმნა, რომ ამ მიმამართულებებზე გადავამისამართოთ.

რეისით, რომელიც ცარიელი მოფრინავდა ვარშავიდან პოლონელი მოქალაქეების გასაყვანად, წამოიყვანეს ჩვენი მოქალაქეები. კიდევ ერთი რეისი განხორციელდება 17 მარტს, ვარშავიდან პოლონეთის ავიაკომპანიაზეა საუბარი. ვცდილობთ, რომ იყოს ქართული ავიაკომპანიები, რომელიც დაფრინავს, დატვირთული და ვეხმარებით მათ, რადგან სიტუაცია მძიმეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყოველ წუთში ახალ-ახალი ინფორმაცია მოდის ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვეხმარებით, რომ თუნდაც გაჩნდეს ახალი შესაძლებლობა, რომელიმე ახალი მიმართულების. ჩვენი საკონსულოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ვახდენთ იმ ადგილების იდენტიფიცირებას, სადაც ჩვენი მოქალქეების კონცენტრაცია არის ყველა დიდი“, - განაცხადა ზალკალიანმა.