მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებად ქალაქში ჰონგკონგში კორონავირუსის საფრთხის გამო ტურისტული ნაკადი 96%-ით არის შემცირებული. აღნიშნული სტატისტიკა დაფიქსირდა თებერვალში, რა დროსაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს მიაღწია.
ოფიციალური ინფორმაციით, რაოდენობრივად ქალაქს თებერვალში 199 ათასი ვიზიტორი ჰყავდა, რაც 96%-ზე მეტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქალაქის ტურისტული მართვის ხელმძღვანელმა დეინ ჩენმა განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ არის მეგაპოლისისთვის 1 დღის მაჩვენებელი გასული წლის პიკის დროს. მისი თქმით, დარგის მხარდაჭერისთვის ადგილობრივი ხელისუფლება 400 მილიონი ჰონგკონგური დოლარის (51,5 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ეპიდემიური საფრთხის გამო ქალაქში დაკეტილი იყო ტურისტული, კულტურული და სპორტული ობიექტები, გადაიდო მასობრივი ღონისძიებები და სწავლება სკოლებში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა კონტინენტურ ჩინეთთან დამაკავშირებელი ყველა გზა და შემოიღეს კარანტინი დანარჩენი ქვეყნებიდან ვიზიტორებზე.
ბევრმა ავიაკომპანიამ ამ ფონზე მნიშვნელოვანდ შეამცირეს ფრენები ჰონგკონგის მიმართულებით, ხოლო ზოგიერთმა საერთოდ გააუქმა.
დღეის მდგომარეობით მეგაპოლისში 149 დაინფიცირების შემთხვევაა, 4 ლეტალურად დასრულებული.