კორონავირუსის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ სასტუმროები და კურორტები დროებით დახურა. Greek Travel Pages-ის ინფორმაციით, შეზღუდვები 30 აპრილამდე გაგრძელდება.
საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის პრეზიდენტმა, იანის რეცოსმა მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას "აუცილებელი და სწორი" უწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 331 ადამიანი, გარდაცვლილია 4, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი.