1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა

1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0118 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3684 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3421 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 ლარი შეადგინა.

ლარმა გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა
ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებით 5 თეთრით გაუფასურდა