"ხალიკ ბანკი" მომხმარებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

მომხმარებელთა და თანამშრომელთა ზრუნვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ სასესხო ვალდებულებებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. ამის შესახებ ინფორმაციას "ხალიკ ბანკი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებლებს, რომელთაც არ სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, ბანკს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდეს: 032 2 24 07 07

მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესთან საშეღავათო პერიოდი განიხილება ინდივიდუალურად.

"ფილიალებში ნაკადის შემცირების მიზნით, როგორც სამთვიანი საშეღავათო პერიოდის, ასევე სხვა საბანკო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დისტანციურად, რაც პოტენციურად შეამცირებს ვირუსის გადადების რისკს.

კორონავირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის გთხოვთ:

• მინიმუმამდე შეამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება (ანგარიშებზე თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალში მდებარე სწრაფი გადახდის აპარატებით ასევე ნებისმიერი თიბისი ფეის და ფეიბოქსის აპარატებით);

• ისარგებლოთ საბანკო ბარათებით და გადახდები განახორციელოთ პოს ტერმინალებით;

• გადაიხადოთ კომუნალურები და სხვა გადახდები ინტერნეტ ბანკის საშუალებით;

• შეასრულოთ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა დისტანციურად, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით;

• უკიდურეს შემთხვევაში თანხის გასანაღდებლად, ჩვენი ბანკომატების გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ანალოგიური ტარიფებით თიბისის, ვითიბის და ბაზის ბანკის ბანკომატებით.

ერთობლივი ძალისხმევით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა სახის სირთულე გადალახული იქნება უმოკლეს დროში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 24 07 07",- ნათქვამია "ხალიკ ბანკის" განცხადებაში.