დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი, სავარაუდოდ, გაგრძელდება "ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა, უფრო მეტ ხანს"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. ტრამპმა ახალი კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა აშშ-ში, შესაძლოა ზაფხულამდე გასტანოს.

ტრამპის თქმით, აშშ-ში ვითარება, სავარაუდოდ, გაგრძელდება "ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო მეტ ხანს".

დონალდ ტრამპმა აშშ-ისთვის მომდევნო 15 დღის განმავლობაში სამოქმედო გაიდლაინებზე ისაუბრა.

მან აშშ-ს მცხოვრებლებს ურჩია, თავი შეიკავონ ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისგან, ასევე მოგზაურობისგან, თუკი აუცილებელი არ არის.

ასევე, ახალი გაიდლაინის თანახმად, ხალხმა უნდა აირიდოს თავიდან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ცნობისთვის, აშშ-ში ახალ კორონავირუსს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებლთა რიცხი 4000-ს აჭარბებს.