Amazon-ი გაზრდილი შეკვეთების გამო დამატებით 100 ათას თანამშრომელს აიყვანს

კორონავირუსის ეპიდემია გამოწვევა გახდა ბევრი კომპანიისთვის. თუ მათი ნაწილი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადადის და პრობლემას ამ მხრივ უმკლავდება, სხვებს პირიქით ცოცხალი ძალა სჭირდებათ და ამის გამო უწევთ სასწრაფოდ ხალხის დასაქმება.

ასეთი ტალღა დაატყდა კომპანია Amazon-ს, რომელიც შეკვეთებს ვერ აუდის და შედეგად ამ ინტერნეტ კომერციის გიგანტ კომპანიას უწევს დამატებით 100 ათასი თანამშრომლის აყვანა, რათა მიწოდება დროულად მოახერხოს. ამასთან, კომპანია საათობრივ ანაზღაურებას 15-დან 17 დოლარამდე ზრდის.

კოკა კვირკველია