Dow Jones-ის ინდექსი 1987 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ამერიკული საფონდო ბაზარი დარტყმას დარტყმაზე იღებს. ერთ-ერთ საკვანძო Dow Jones-ის ინდექსმა 16 მარტს ყველაზე ცუდი დღე განიცადა 1987 წლის „შავი პარასკევის“ შემდეგ და მესამე ყველაზე ცუდი კოლაფსი არსებობის განმავლობაში. კრახისგან ის ვერ იხსნა ასევე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმაც, რომელმაც პრაქტიკულად გაანულა საპროცენტო განაკვეთი.

ვაჭრობის დახურვისას Dow-ს დანაკარგმა 12,9% შეადგინა, რაც ბოლო წუთებში 3000 პუნქტიანი კლებით გამოიხატა. 12%-ით ანუ 2386,13 პუნქტით შემცირდა S&P 500-ის მონაცემიც, რაც 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. Nasdaq Composite-მა კი დღე 12,3%-იანი ვარდნით დაასრულა. ამ მაღალტექნოლოგიური ინდექსისთვის ეს ყველაზე ცუდი დღე იყო არსებობის განმავლობაში.

კოკა კვირკველია