საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოდან იუწყებიან, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.