ლარი ერთ კვირაში 22 პუნქტით გაუფასურდა - როგორ შეიცვალა მეზობელი ქვეყნების ვალუტების კურსი

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 22 პუნქტით, 2,79-დან 3,01 ნიშნულამდე გაუფასურდა. თითქმის 8%-იანი ვარდნის მთავარი მიზეზი კორონავირუსი და შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდაა.

არც კორონავირუსს და არც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რეკორდულად გაიაფებას გავლენა არ მოუხდენია „შავი ოქროს“ ექსპორტიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტაზე. ერთი დოლარი ერთი კვირის წინაც და ახლაც 1,70 მანათი ღირს.

ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 10 მარტს და 17 მარტს:

თურქული ლირა - $1=6,12 ლირა - $1=6,37 ლირა

სომხური დრამი - $1=482,09 დრამი - $1=489,80 დრამი

აზერბაიჯანული მანათი - $1=1,70 მანათი - $1=1,70 მანათი

რუსული რუბლი - $1=67,51 რუბლი - $1=74,12 რუბლი

ქართული ლარი - $1=2,79 ლარი - $1=3,01 ლარი