Financial Times: მსოფლიომ საქართველო ახლიდან აღმოაჩინა, როგორც ღვინის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტი მაია ჯაგი კახეთში, ალავერდის სამონასტრო კომლექსში მდებარე მარანს აღწერს.

"საიდუმლო რიტუალები: მე-6 საუკუნის ალავერდის მონასტერი, რომელიც ქართული ღვინის ინდუსტრიის აღორძინების სარკმელს წარმოადგენს. მონასტრის გარშემო ვენახებია გაშენებული. ალაზნის ველზე მდებარე ალავერდის მონასტერი მთელ ქვეყანაში უძველესი მოქმედი მარნით ამაყობს, რომელიც მე-11 საუკუნისაა. თბილისიდან ავტომობილით ალავერდამდე ორ საათზე ნაკლებია სავალი. მონასტერი კახეთის რეგიონში მდებარეობს, რომელიც ტყიანი მთებითა და მდელოებითაა გარშემოტყმული. რეგიონი რუსეთსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება. ქართული ღვინის ¾ სწორედ კახეთში მზადდება", - წერს გამოცემა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ქართული ღვინო ევროპის, ჩინეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზეა წარმოდგენილი.

"მსოფლიომ საქართველო ახლიდან აღმოაჩინა, როგორც ღვინის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამბიციებს, რომ დაიმკვიდროს თავი, როგორც ღვინის სამშობლომ. საქართველოში, სოფელ შულავერთან აღმოჩენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლით დათარიღებული ღვინის კერამიკული ჭურჭელი, რომელზეც ვაზი არის გამოსახული. ქართული ვაზის 525 ჯიშია შენარჩუნებული, აბისტაჯიდან დაწყებული ზერდაგით დასრულებული. ღვინისმოყვარულებსა და ტურისტებს განსაკუთებით აღაფრთოვანებთ მშრალი თეთრი რქაწითელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი წითელი საფერავი", – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.