ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს

"ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 1-ელ ოქტომბერს თურქეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ხ.თ-ს ბარგის საბაჟო დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი, 100 აბი "ქლორდიაზეპოქსიდი" აღმოაჩინეს. უწყების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატის რეცეპტის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა, კანონით აკრძალულია.

მათივე ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს, ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ქლორდიაზეპოქსიდის"ქვეყანაში შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. 100 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ამჯერადაც საქართველოს მოქალაქე ი.ფ.-ს შემოჰქონდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოვლენილი ფაქტების შესახებ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.