დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ იქნება რეკომენდაცია, რომ თბილისში შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თბილისის მერია ამას გაითვალისწინებს.
მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი გადაადგილებისგან.
„მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ გადაადგილებისგან და მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავლობისგან. შესაბამისდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იქნება დატოვებული, აბსოლუტურად შესაძლებლია მოემსახუროს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელსაც აქვს უკიდურესი აუცილებლობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილების. მეტრო და ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუ იქნება იმის აუცილებლობა და იქნება მოცემული რეკომენდაციები, რომ უნდა შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ მომდევნო დღეების განმავლობაში“, - აღნიშნა კალაძემ.