Ebg.ge, hotsale.ge, allwine.ge, readersland.ge და aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მოხ­მა­რე­ბა­დი ვებ-გვერ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ebg.ge, hotsale.ge, readersland.ge, allwine.ge და სულ მალე aptiaqi.ge-ც ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას სთა­ვა­ზო­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ მათი პლატ­ფორ­მე­ბი ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის­თვის.

და­წყე­ბი­თი ბიზ­ნე­სის და ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდში “კე­და­რი ვენ­ჩერს”, რო­მე­ლიც ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ვებ-გვერდს აერ­თი­ა­ნებს, აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ისი­ნი სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და კარ­გად ეს­მით იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის სიმ­ძაფ­რე, რომ­ლის წი­ნა­შეც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა დად­გეს.

„გა­დავ­წყვი­ტეთ, დის­ტან­ცი­უ­რად და­საქ­მე­ბულ­თა და ბიზ­ნე­სის ხელ­შე­სა­წყო­ბად, ჩვე­ნი პლატ­ფორ­მე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ. კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია ჩვენს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე გა­ნა­თავ­სონ. ჩვენ გვსურს, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა პე­რი­ო­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ბიზ­ნეს­სა და დის­ტან­ცი­უ­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს შე­ვუ­წყოთ ხელი და და­ვეხ­მა­როთ ყვე­ლა პრო­ფი­ლის კომ­პა­ნი­ას, იქ­ნე­ბა ეს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი თუ სა­აფ­თი­ა­ქო, ისარ­გებ­ლონ უკვე გა­მარ­თუ­ლი მზა სის­ტე­მე­ბით და მომ­ხმა­რე­ბელს გა­უ­მარ­ტი­ვონ მათ პრო­დუქ­ტებ­ზე წვდო­მა. 10-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­წყე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვებ-გვერ­დებ­ზე სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ჩარ­თვა ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია”,-გა­ნა­ცხა­და კე­და­რი ვენ­ჩერ­სის დი­რექ­ტორ­მა ანი სირ­ბი­ლა­ძემ.

“გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პირ­და­პი­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გუ­ლის­ხმობს თავ­შეყ­რი­სა და ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ კომპანიებს ხელს, რომ გადავიდნენ ონლაინ გაყიდვებზე“ - აცხა­დებს hotsale.ge – ის დი­რექ­ტო­რი თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვი­ლი

კომ­პა­ნი­ებს და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ მო­ცე­მულ სა­კონ­ტაქ­ტო არ­ხებ­ზე:

Kedari Ventures - 558 000 887 , info@kedariventures.com

Hotsale.ge – 2 19 44 88, info@hotsale.ge

Readersland.ge – 577 21 54 69, info@readersland.ge

Ebg.ge – 2 88 07 06 info@ebg.ge

Allwine.ge – 555 57 45 54, info@allwine.ge

Aptiaqi.ge – 557 905 443, info@aptiaqi.ge