სადაზღვევო კომპანია „ირაო“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში და ქვეყანაში კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებს 2 -თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ირაო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეთავაზების მიხედვით, „ირაოში“ დაზღვეული ყველა ფიზიკურ პირი, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, შეძლებს 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდა 2 თვით გადაავადოს. სადაზღვეო კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდის მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ ისარგებლონ ყველა სადაზღვევო მომსახურებით, პრემიის გადახდას კი 2 -თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ გააგრძელებენ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა მიმართონ „ირაოს“ მეილზე: office@irao.ge ან დაუკავშირდნენ ნომერზე - 0 (322) 949 949
გარდა ამისა, უკვე 1 კვირაა რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, „ირაო“ დისტანციურ მომსახურების რეჟიმზე გადავიდა.
„ირაოს“ ინფორმაციით, თანხის ასანაზღაურებლად და საგარანტიო წერილის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ დოკუმენტაცია გაგზავნონ მეილზე: online@irao.ge ან მოათავსონ ირაოს სერვის-ცენტრებთან არსებულ სპეციალურ ყუთებში;
გაიზარდა ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 60 დღის ნაცვლად, მომხმარებლებს შეუძლიათ 80 დღის ვადაში წარმოადგინონ დოკუმენტები;
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია ან ვიზიტის ჩანიშვნა ჩვეულ რეჟიმში - 0 (322) 949 949 დისტანციურად არის შესაძლებელი პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის მიღებაც - მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: mimartva@irao.ge
კომპანიაში აცხადებენ, რომ დისტანციური სერვისების გაძლიერებით „ირაოს“ მთელი გუნდი სრულად მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებლებს სადაზღვევო მომსახურების მიღება.