Airbnb მომხმარებლებს ჯავშნების გაუქმებასა და თანხის სრულად ანაზღაურებას სთავაზობს

ბინების გაქირავების საერთაშორისო პლატფორმა Airbnb კორონავირუსის საფრთხის გამო მომხმარებლებს ჯავშნების გაუქმებასა და თანხის სრულად ანაზღაურებას სთავაზობს.

Business Insider-ის ინფრმაციით, ჯავშნის გაუქმება და თანხის უკან მიღება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჯავშანი 14 მარტიდან 14 აპრილამდე ჰქონდათ გაკეთებული.

პირველ რიგში, ჩვენ უფლებას ვაძლევთ სტუმრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააუქმონ ჯავშნები და მიიღონ გადახდილი თანხა უკან. კომპანია დაჯავშნის დროს არსებული გადასახადის მიღებაზე უარს აცხადებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დამსვენებლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა“- დაწერა Airbnb-ის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ბრაიან ჩომსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთანავე, ჩომსკმა განაცხადა, რომ კომპანია ბინების გამქირავებლების წასახალისებლად რამდენიმე თემაზე მუშაობს, რომლებიც ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

ბექა ბერიაშვილი