აჭარის რეგიონში ბაზრობები დროებით დაიხურება , - გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიიღეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება.
ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს, რომ ე.წ ხოფის ბაზრობაზე მოვაჭრეები 1-ელ აპრილამდე საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
"აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან", - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის ინფორმაციით,სასურსათო ქსელებზე მონიტორინგს უწყება განახორციელებს, რათა ფასების ზრდა არ მოხდეს.