დღეიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან.
“რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.