ამერიკის შტატ ნევადის გუბერნატორის სტივ სისოლაკის განკარგულებით, ქალაქ ლას ვეგასის ყველა კაზინო დაიხურება. განკარგულება მოქმედებს ასევე არამხოლოდ კაზინოებზე, არამედ ბარებზე, რესტორნებზე, სპორტულ დარბაზებსა და სხვა გასართობ/გამაჯანსაღებელ ცენტრებზე. ამ ნაბიჯით გუბერნატორი იმედოვნებს, რომ მოხდება კორონავირუსის გავრცელების შეჩერება.
„დღეის მდგომარეობით ნათელია, რომ აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება, რათა შევანელოთ ამ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება ჩვენს შტატში“ - აცხადებს გუბერნატორი.
მისი თქმით, გასართობი დაწესებულებები 30 დღით დაიხურება.
სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ნევადაში ამ დროისთვის ინფექციის 50 შემთხვევა ფიქსირდება.