ბრიტანული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე 3,38%-ით იკლო და ბარელზე 28,85 დოლარი შეადგინა. ბოლოს ამ მარკის ნავთობი 29 დოლარზე იაფი 2016 წლის იანავარში ღირდა.
რაც შეეხება ამერიკულ WTI -ის მარკის ნავთობის ფასს, ის 3,6%-ით გაიაფდა და ბარელზე 27,95 დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 18,78 დოლარამდე გაიაფდა მექსიკის ყურეში მოპოვებული მექსიკური ნავთობის ფასი, რომლის ღირებულებამ ერთბაშად 22,4%-ით იკლო.