დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
სებ-ის ინფორმაცით, კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩაქერი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.