კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3.20 ლარს აღემატება

უკვე რამდენიმე დღეა, ლარმა ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა და დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3974 ლარია.

კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 3.20 ლარს აღემატება.

კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3.22 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 3.08 ლარად შეუძლიათ;

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.20 ლარად, მისი გაყიდვა კი 3.10 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 3.22 ლარად, მის გაყიდვას კი 3.08 ლარად შეძლებენ;

„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.22 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 3.08 ლარად შეუძლიათ;

3.275 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 3.2050 ლარად შეძლებენ.

თაია არდოტელი