სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9%-ზე ტოვებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს. თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ კურსის გაუფასურების მიუხედავად ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვება და გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.