მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ეპიდემიის COVID19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიო ჯანდაცვის და ადგილობრივი სამედიცინო ორგანიზაციების, ამასთანავე სახელმწიფოს პირდაპირი რეკომენდაციაა, სხვა პრევენციულ მოქმედებებთან ერთად, პირველ რიგში საჯარო თავშეყრის და ხალხმრავალი ადგილებისგან დისტანცირებაა. ყოველდღიურად, უფრო მეტი კომპანია ეთიშება სტანდარტულ რეჟიმს და დისტანციურ სამუშაო დღის წესრიგზე გადადის.
გამომდინარე იქედან, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში, თითქმის ყველა პროფილის მქონე კომპანია შეზღუდული ადამიანური და ტექნიკური რესურსებით მუშაობს, მნიშვნელოვნად იზრდება ციფრული პლატფორმების საჭიროება და მოთხოვნა იმ სერვისებზეც კი, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდება, თუმცა ამ ტიპის სერვისებს, ციფრულ სივრცეში მხარდაჭერა არ აქვს.
სულ რამდენიმე ხნის წინ, განახლებულმა translate.ge-მ, ქართველი მომხმარებლებისთვის ინოვაციური - ნებისმიერი სირთულის დოკუმენტის, პროფესიონალი თარჯიმნების დახმარებით სახლიდან გაუსვლელად თარგმნის, ნოტარიულად დამოწმებისა და სახლში მიტანის სერვისი შექმნა. პლატფორმაზე, ნებისმიერ მომხმარებელს თუ კომპანიას, შეუძლია ატვირთოს ნებისმიერი სირთულის, მოცულობის და შინაარსის მქონე დოკუმენტი, რომელსაც სერტიფიცირებული თარჯიმნები, უმოკლეს ვადებში თარგმნიან. სურვილის შემთხვევაში, დოკუმენტი შეგიძლიათ დაამოწმოთ ნოტარიულად და კურიერის საშუალებით, სასურველ ადგილას მიიღოთ.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, translate.ge-ს თარჯიმნები და ნოტარიუსები, განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ. ეპიდემიის გავრცელებისა და დისტანციურ სამუშაო რეჟიმში სრულად გადასვლის პროცესში, translate.ge თარჯიმნებისა და ნოტარიუსების რაოდენობის ზრდას გეგმავს, რომ სერვისი დროულად და შეუფერხებლად მუშაობდეს, ყველა კერძო თუ იურიდიული პირისთვის.
პირველი ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი translate.ge კომპანიებს მოუწოდებს, აითვისონ ყველა ის ციფრული პლატფორმა, რომელიც მათი კომპანიის შეუფერხებელ მუშაობას და დასაქმებულების სრულ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.