„თუ ინფიცირების შემთხვევების მაღალი მატება გვექნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ შეჩერდეს"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე.

მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის მაღალი გავრცელება, არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა.

„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ქართულ საპატიმროებში ვირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის"
"ინფიცირებული ტურისტის გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას იქ ვინმე ჩაეხუტა - ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყნარად იყვნენ თვითიზოლაციაში"
მთავრობა რესტორნებსა და კაფე-ბარეებს რეკომენდაციას აძლევს, მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ