დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძე პასუხობს - „დარჩით სახლში“.
„ამაზე შემიძლია ერთი პასუხი გავცე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული - „დარჩით სახლში“, - განაცხადა იმნაძემ.