Daimler-ი ევროპის ქარხნების უმეტესობაში წარმოებას აჩერებს

გერმანული ავტოგიგანტი Daimler-ი კორონავირუსის გამო ევროპაში მოქმედი ქარხნების დიდ ნაწილში წარმოებას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხდებაში წერია.

„COVID-19-ის გავრცელების გამო სიტუაციის გამწვავებიდან გამომდინარე Daimler-მა მიიღო გადაწყვეტილება ორი კვირით შეაჩეროს საავტომობილო წარმოება ევროპის ქარხნების უმეტესობაში, ასევე მართვის გარკევულ სფეროებში“ - ნათქვამია განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ ზომები ამ კვირას შევა ძალაში, თუმცა კონკრეტულად როდიდან, ჯერ არაა ცნობილი.

ევროპაში ქარხნების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს Volkswagen-მა Ford-მა და უმეტესმა ავტომწარმოებლებმა.

კოკა კვირკველია