კომპანია Apple აშშ-ის მასშტაბით ყველა მაღაზიას ხურავს. აღნიშნული გამოწვეულია კორონავირუსის ინფექციის ქვეყანაში გავრცელების პრევენციით. საუბარია, მაღაზიების რამდენიმე კვირით დახურვაზე -იუწყება „როიტერსი“.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით კი შტატებში კომპანიას 270 საცალო მაღაზია აქვს.
მანამდე კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ორი კვირით ხურავდა კომპანიის საზღვარგარეთ არსებულ მაღაზიებს, რომლებიც ჩინეთს გარეთ მდებარეობდა.
როგორც ცნობილია, შტატებში 17 მარტის მდგომარეობით კორონავირუსის 4661 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ფატალურად დასრულდა 85 შემთხვევა.