კორონავირუსის გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების გაუქმებისა და კრედიტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად.
მისი თქმით, ბიზნესს იჯარისა და კრედიტის გადასახადი დროებით შეუჩერდება. ამასთანავე, ქვეყანა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესს და მათ იჯარის გარდა დროებით ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.
მაკრონის განცხადებით, ამ ყველაფრისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 300 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის დაძლევასა და მოსახლეობისთვის შეღავათების შემოღებას საფრანგეთის გარდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ცდილობენ.
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დისტანციური შეხვედრა გაიმართა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის დასაძლევად გაერთიანების ბიუჯეტის 1% გამოიყოფა.