საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავალებს, უზრუნველყოს, რომ 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდეს
„თუ ინფიცირების შემთხვევების მაღალი მატება გვექნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ შეჩერდეს"
"ქართულ საპატიმროებში ვირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის"