„სპეციალური პალტფორმა შეიქმნება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ინფორმაცია მოგვაწოდოს, რით არის მზად მოხალისეობრივად გვერდში დაუდგეს სახელმწიფოს"

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეიქმნება პლატფორმა, სადაც კომპანიებს და მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარი მოხალისეობრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ამის კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენი მოახდენს.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ამ ვირუსის ფონზე, დამატებითი სარგებელი და შემოსავალი ნახონ. მაგრამ ასეთი ჯგუფი არის მცირე და ამავდროულად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ძალიან ბევრი ბიზნესი გამოემხაურა ამ ვითარებას და შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მათი საკუთარი შესაძლებლობების სერვისები დაახმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე საზოგადოებას. ამიტომაც შეიქმნება სპეციალური პალტფორმა, ეს იქნება კომუნიკაციის შესაძლებობა და საშუალება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რითი არიან მზად მოხალისეობრივად გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ამის კორდინაციას მოახდენს ბიზნეს ომბუდსმენი მიხეილ დაოშვილი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომელსაც სახელმწიფო და მთავრობა გასცემს, შესასრულებელია.

"ამასთან, არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღექვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ მიერ იყო გაცემული. რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო და შესასრულებელი. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია იმისთვის ,რომ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკალვება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ,თუ არ იქნება საზოგადოებრივი თანამონაწილეობა, ეს გადაწყვეტილებები შედეგს ვერ გამოიტანს. ამიტომ კდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან, რომლის ჩატარებაც აუცილებელი არ არის" , - განაცხადა ჩიქოვანმა.