ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე გარკვეული მოკლევადიანი შეფერხებები იყოს. მისი განმარტებით, ეს ხდება იმიტომ, რომ გარკვეული კლიმატური პირობების გაუარესების გამო, ლარსი დროებით არის დაკეტილი და სატვირთო მანქანების მოძრაობა შეფერხებულია.
„ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით, იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე და მათ განვითარებაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა არის, რათა ნაკლებად ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. ამ დარგებისა და პროექტების ჩამონათვალს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს. ასევე, მივიღეთ მე და ჩემმა კოლეგამ ლევან დავითაშვილმა დავალება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" გადავაწყოთ იმდაგვარად, რომ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი და შეძლონ მათ კვების დეფიციტური პროდუქტების თუ სხვა პროდუქტების წარმოება. დღეს არის უბრალოდ საუბარი აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე, ამას საფუძველი არ გააჩნია, რადგან მარაგები ადგილზე საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება შეიქმნა ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარაგთან დაკავშირებით რაიმე საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსი დროებით არის გადაკეტილი და სატვირთო მანქანების მოძრაობა შეფერხებულია. მაგრამ საკმარისი მარაგი არის გზაში და ეს არის რამდენიმე დღის საკითხი, - განაცხადა ნათია თურნავამ.