თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ჯგუფები მომმარაგებელი კომპანიის მიერ ბაღებში პროდუქტის შეტანას ამოწმებენ.
ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის მიზანია სათანადო და შესაბამისი რაოდენობის პროდუქტით მომარაგება, დასაწყობება, დაფასოება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების წესების დაცვა.
„ხვალიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ მერის ინიციტივის შესაბამისად, მიიღონ მათი შვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრები. პაკეტები ეტაპობრივად გაიცემა და აღსაზრდელების ოჯახებს ბაღების ადმინისტრაციებიდან ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს მშობლებს, გაითვალისწინონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ბაღის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს, დაიცვან დისტანცია სხვა პირებისგან და ბაღში წინასწარ შეთანხმებულ დროს გამოცხადდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.