კორონავირუსის გამო „ევროვიზია 2020“ გადაიდო

კორონავირუსის გამო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2020“ გადაიდო.

კონკურსი ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში უნდა ჩატარებულიყო.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი კონკურსის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე მუშაობდნენ, თუმცა რისკებიდან გამომდინარე მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

წელს კონკურსი 65-ედ, 12, 14 და 16 მაისს უნდა გამართულიყო.