უკვე რამდენიმე დღეა, ლარმა ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა და დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1804 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4997 ლარია.
კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 3.25 ლარს აღემატება.
კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3.2400 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1000 ლარად შეუძლიათ;
„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.2200 ლარად, მისი გაყიდვა კი 3.1200 ლარად არის შესაძლებელი;
„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 3,2500 ლარად, მის გაყიდვას კი 3,1100 ლარად შეძლებენ;
„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2400 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 3.1000 ლარად შეუძლიათ;
3.2700 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 3.2400 ლარად შეძლებენ.